2 პროექტის მოკლე აღწერა.მოსწავლეები იმსჯელებენ თუ რა როლს თამაშობს ქუჩა მათი და მათი თანატოლების ცხოვრებაში
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაიხსენებენ როგორი იყო ქუჩასთან მათი პირველი შეხვედრა. შეექმნათ თუ არა ამ დროს რაიმე პრობლემა. შეძლეს თუ არა პრობლემის მოგვარება რა შეიძლება დაუპირისპიროთ ძალადობას მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად თითოეული ამზადებს 5 წუთიან პრეზენტაციას
4.მონაწილეთა ასაკი:მე-8 კლასი
5.ვადები ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები იმსჯელებენ როგორ ესმით გავრცელებული გამოთქმა “ქუჩის ბიჭი“ ცხოვრებასა და ლიტერატურაში. გაიხსენებენ მაგალითებს როგორ აბოროტებს ბავშვს ქუჩაში გაბატონებული “ჯუნგლის კანონი“ როგორ ხდება ადამიანი სასტიკი და რა შველის მას
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსალოდნელი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გაიმდიდრებენ გამოცდილებას კამათის ხელოვნებაში ისწავლიან როგორ გაითვალისწინონ ზეპირი პრეზენტაციის დროს ჯგუფური განხილვის შედეგები. იმსჯელებენ იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ქუჩა მათი თანატოლების ცხოვრებაში. განსხვავდება თუ არა სხვადასხვა დროისა და თაობის წარმოდგენები ქუჩაზე ერთმანეთისაგან.
8.სარგებელი სხვებისთვის: სარგებელი სხვებისათვის. მოსწავლეები გაიაზრებენ რომ ქუჩისადმი ფრთხილი მიდგომაა საჭირო, მოზარდი არ უნდა ჩაითრიოს ქუჩამ, რადგან ხშირად ქუჩაში ჯუნგლური კანონი მოქმედებს. ჩხუბისა და კამათის დროს ზარალდება ორივე მხარე “ის ვისაც მიუზღავენ და ისიც ვინც სამაგიეროს უხდის.“
9.სამუშაო ენა: ქართული, სომხური
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, სამოქალაქო განათლება.
12. პროექტის ფასილიტატორი: ჟენია მელიქიძე
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: jmelikidze@gmail.com
No comments:
Post a Comment